მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 11:44 AM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » ღამურა
ღამურა
Ekseთარიღი: კვირა, 2009-03-08, 11:31 AM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
ღამურა ძუძუმწოვარი ცხოველია, ხელფრთიანების რიგისა, იგი ერთადერთი ცხოველია ძუძუმწოვრებს შორის, რომელსაც სრულყოფილი ფრენა შეუძლია. იგი მსოფლიოს ყველა რეგიონში გვხვდება პოლარული და მაღალმთიანი რაიონების გარდა.

ცნობილია, რომ გამურები დედამიწაზე უკვე 50 მილიონი წელია არსებობენ - იკარონიქტერის სახელიტ ცნობილი ნამარხი ღამურას თითქმის სრულყოფილი ჩონჩხი ეოცენის პერიოდით თარიღდება. თავითა და სხეულის 8 სმ-იანი სიგრძით ეს ცხოველი იმდენად ემსგავსება თანამედროვე ღამურებს, რომ მეცნნიერებს ძალიან ცოტა რამეს თუ ეუბნება ღამურების წარმოშობის ან იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინეს ფრენის უნარი.მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღამურების წინაპარი ხეზე მცოცავი რომელიღაც მწერიჭამია იყო.სექციების სია

გარეგანი აგებულება

ღამურები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სიდიდითა და გარეგნობით. სხეული ბეწვითაა დაფარული, რომელიც კიდურებზე ღია ფერისაა. გაშლილი ფრთების სიგრძე 15 სმ-იდან თითქმის 2 მ-მდე მერყეობს, ხოლო ფორმით შეიძლება იყოს როგორც გრძელი და ვიწრო, ასევე მოკლე და ფართო, თუმცა ყველა სახეობაში მეორდება ძირითადი აგებულების სქემა.

წინა კიდურები კარგადაა განვითარებული და შედგება მოკლე და ძლიერი მხრისა და გრძელი, ერთძვლიანი (იდაყვის ძვალი) წინა მხრისაგან. ცერი მოკლეა, ჩვეულებრივ, მოკაუჭებული ბრჭყალით ბოლოვდება, დანარჩენი თითები დაგრძელებულია და საფრენი აპკის საყრდენს წარმოადგენს. საფრენი აპკი, ასევე, მიმაგრებულია სხეულის გვერდებთან, ძვლებთან და კუდთან, რომლის სიგრძე სახეუბის მიხედვით განსხვავებულია.

საფრენი აპკი, ჩვეულებრივ, კანის ორმაგ ნაოჭს წარმოადგენს და ღამურას საშვალებას აძლევს იფრინოს ცურვისმაგვარი მოძრაობით, რომელშიც თანაბრადაა ჩართული წინა და უკანა კიდურები. ფრთებში არსებული კუნთოვანი ბოჭკოების და ელასტიური ჭიმების გამო, ღამურას შეუძლია ფრენის დასრულებისას დაკეცილი ფრთები სხეულზე მიიკრას.

ცხოვრების ნირი

მიუხედავად სახეობრივი და საცხოვრებელი გარემოს მრავალფეროვნებისა, მრავალი ღამურა ცხოვრების ნირით საკმაოდ ემსგავსება ერთმანეთს. თითქმის ყველა ღამის ცხოველია და მთელ დღეს დასვენებულ მდგომარეობაში, სპეციალურ თავშესაფარში (ჩვეულებრივ ბუდეს არ იკეთებს) თავდაყირა დაკიდული ატარებს.

ღამურების უმეტესობა მაღალსოციალური ცხოველებია, წლის უმეტეს ნაწილს უმეტეს ნაწილს ჯგუფებად ცხოვრობენ, თუმცა რამდენიმე სახეობა ეულ ცხოვრებას ეწევა.

ღამურები ზოგჯერ თავშესაფარს მოთხოვნილებების ცვლილების მიხედვით იცვლიან. მათ აქვთ ზამთრის თავშესაფარი, სადაც ზამთრის ძილს ეძლევიან და რამდენიმე ადგილი, სადაც დღის განმავლობაში დასასვენებლად აფარებენ თავს წლის სხვა პერიოდებშიც. შეწყვილებისა და ნაშიერის გამოსაზრდელად მათ სპეციალური ადგილები აქვთ მოწყობილი.

ღამურა თავშესაცარს გამოქვაბულებში, მიტოვებულ მაღაროებში, კლდის ნაპრალებსა და ხის ფუღურიებში პოულობს. მისთვის შესფერისი ადგილებით მდიდარია ძველი შენობები - ნაპრალები კედლებში, სხვენი, სარდაფები, ძველი კარადები... მაგალითად, დიდი ხილიჭამია ღამურები გარეთ იბუდებენ ხის ტოტზე ჩამოკიდებულები.

იმ დროის დიდ ნაწილს როცა არ ნადირობენ, ღამურები ”მოწესრიგებას” უთმობენ - ილოკავენ საფრენ აპკს, გულმკერდს და მუცელს, ივარცხნიან ბეწვს უკანა კიდურებით და ისუფთავებენ ბრჭყალებს.

ღამურების არაფრენითი მოძრაობა სხვადასხვა სახეობაში განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი სრულიად უმწეოა ხმელეთზე და მეტად მოუხერხებლად გადაადგილდება; სხვებს შეუძლიათ დაკეცონ ფრთები და სიარულით ან სირბილით გადაადგილდნენ; ზოგი სახეობა ხის ტოტებს შორისაც ადვილად დახოხავს ან, კლანჭებით საიმედოდ მოჭიდებული, ტოტზე ქანაობს.

ზამთრის ძილი

ზომიერ სარტყელში ზამთარში ღამურების საკვები მცირდება. რამდენიმე სახეობა ამ სირთულეს მიგრაციის გზით უმკლავდება, თუმცა ღამურების მეტი წილი სპეციალურ თავშესაფრებს არჩევს, რომ იქ ზამთრის ძილს მიეცეს.

ზამთრის თავშესაფარი, ჩვეულებრივ, შედარებით მყუდრო და ქარისგან დაცული ადგილია, უსწორმასწორო კედლებითა და ჭერით, რომელსაც ღამურები ადვილად მოეჭიდებიან, ან ნაპრალებითა და სიღრმეებით, რომელშიც დაიმალებიან. იდეალურ შემთხვევაში ტემპერატურა 0°C-ზე მაღალი და საკმარისად ტენიან უნდა იყოს, რომ აორთქლების გამო არ მოხდეს სითხის ჭარბად დაკარგვა.

შემოდგომაზე ღამურები განსაკუთრებით ხარბად უნდა გამოიკვებონ საზამთროდ ცხიმის მარაგის დასაგროვებლად. ტემპერატურის, საკვებისა და სახეობების მიხედვით, ოქტომბრიდან ნოემბრამდე ღამურები თანდათან გამოსაზამთრებელ ადგილებში (ჰიბერნაკულუმებში) იკრიბებიან. ჩვეულებრივ, ის სახეობები, რომლებიც, ჭერზე ან კედლებზე თავდაყირა დაკიდულები იზამთრებენ, დიდ ჯგუფებად იკრიბებიან და სხეულზე ფრთებშემოხვეულები იძინებენ.

კვება

მიუხედავად იმისა, რომ ღამურების უმთავრესობა მტერებით იკვებება, სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა საკვებს ამჯობინებს, მათ შორისაა ყველა სახის მფრინავი მწერი - ჩრჩილები, პეპლები, ხოჭოები, ქინქლები, კოღოები, ბუზები, კალიები, ჭრიჭინები ისევე, როგორც ობობები, ტკიპები და სხვა ფეხსახსრიანები.

ნადირობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწერების ჰაერში დაჭერა. ფრენისას მწერები ან პირდაპირ ხვდებიან მტაცებლის პირში, ან საფრენია აპკი ასრულებს ხაფანგის როლს. ზოგი ღამურა ისე მოხერხებულად იპრეხს კუდის აპკს, რომ მას მწერების დასაჭერ და მოსაგროვებელ „ჩანთად“ იყენებს. ღამურა მსხვერპლს, ძირითადად, დაჭერისთნავე მიირთმევს, თუმცა ზოგი ნელა მფრინავი სახეობა მხოლოდ შესაფერის ადგილზე მისვლის შემდეგ იწყებს ჭამას.

ტროპიკებში

ტროპიკებში ბინადრობენ ხილიჭამია ღამურები, რადგან ეს ერთადერთი კლემატური ზონაა, სადაც ხილი მუდმივად მწიფდება. ეს სახეობები ზოგიერთ მწვანე მცენარეულობასაც მიირთმევენ და გარკვეული რაოდენობით მწერებსაც, რომელის ხილში ხშირად ხვდებათ. „ძველ სამყაროში“ ხილიჭამია ღამურებიდან აღსანიშნავია მფრინავი მელა, ხოლო „ახალ სამყაროში“ მის ადგილს ფოთოლცხვირა ღამურები იკავებენ. ორივე ოჯახის სახეობა, ასევე, იკვებება ნექტარითა და ყვავილების მტვერით. მათი მეშვეობით, ხდება დამტვერვა. ტროპიკებში ფართოდაა გავრცელებული ყვავილისმჭამელი ღამურებიც. ისინი გამოირჩევიან წაგრძელებული, წვეტიანი თავის ფორმითა და გრძელი ენით, რომელსაც ადვილად აწვდენენ ყვავილის სიღრმეში.

მტაცებელი ღამურები

ღამურებს შორის სულ რამდენიმე მტაცებელია და ისინი ძირითადად ნადირობენ სხვა წვრილ ძუძუმწოვრებზე, მაგალითად, თაგვებზე, ფრინველებზე, ბაყაყებსა და ქვეწარმავლებზე. მათ აქვთ კარგად განვითარებული საჭრელი კბილები, რომლითაც შეუძლიათ უკბინონ მსხვერპლს და მოკლან იგი.

არსებობს ღამურას ორი სახეობა, რომებიც თევზებით იკვებებიან. მათი უზარმაზარი, ძლიერი ფეხები აღჭურვილია ბასრი კლანჭებით, რომლითაც წყალსატევებისა და ნელი მდინარეების ზედაპირს კვეთენ და იჭერენ თევზს, აგრეთვე, შეუძლიათ კლანჭებზე წამოიცვან 8 სმ-მდე სიგრძის თევზები, რომელთაც დაჭერისთანავე მიირთმევენ.

ასევე არსებობს სამი სახეობის ვამპირი ღამურა, რომელიც გავრცელებულია მექსიკის სამხრეთით ჩრდილოეთ არგენტინამდე. ისინი სპეციალური მჭრელებით აკეთებენ ჭრილობას და ხარბად წოვენ სისხლს. მათ ნერწყვში ანტიკოაგულანტი აფერხებს შედედებას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ ნაკადს. ჩვეულებრივ, სისხლის დანაკარგი მაინც არაა სახიფათო მსხვერპლისთვის, თუმცა არსებობს ჭრილობაში ინფექციის შეჭრის საშიშროება, რადგან ღამურები ცოფის ვირუსის გადამტანები არიან.

ტერიტოტიულობა

ღამურების უმრავლესობას აქვთ მონიშნული ტერიტორიები, სადაც ისინი მუდმივად ნადირობენ და ხშირად გადაადგილდებიან ფიქსირებულ საფრენ ტრაექტორიებზე.

ექოლოკაცია

სიბნელესთან ერთგვარად ადაპტრებული თვალები, მხოლოდ მფრინავ მელას გააჩნია, მიუხედავად ამისა, ღამურების უმეტესობა ღამე ნადირობს. საკვებისა და მსხვერპლის ადგილის ლოკალიზებაში დიდ როლს თამაშობს კარგად განვითარებული ყნოსვა და სმენა.

თუმცა, ღამურების ყველაზე დახვეწილი და გასაოცარიგრძნიბა, რომელიც, ძირითადად, მსხვერპლის ლოკალიზებისათვის გამოიყენება, ექოლოკაციის უნარია. ღამურების ექოლოკაციის პრინციპი რადარის მოქმედების მსგავსია. ღამურა პირის ან ცხვირის ღრუდან გამოსცემს ულტრაბგერების ნაკადს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს.

უძრავ ან მოძრავ (მფრინავ) ობიექტზე დაცემული ბგერები აირეკლება და ღამურას ბგერითი ტალღის, ექოს სახით უბრუნდება. ამ ბგერების გაანალიზების შედეგად ღამურას შეუძლია ააგოს გარემოს სურათი, განსაზღვროს საგნების ზომა, ლოკალიზაცია და სიმკვრივე.

გარემოს ასეთი ინტერპრეტაცია იმდენად დახვეწილია, რომ ზოგიერთ ღამურას 1 მმ-ზე მცირე დიამეტრის მავთულის დაფიქსირებაც კი შეუძლია. ფიქრობემ, რომ თევზისმჭამელი ღამურები მსხვერპლს ამჩნევენ ბგერითი ტალღებით, რომელიც უბრუნდებათ თევზის წყლის ზედაპირზე ამოსვლისას წარმოქმნილი ნაკადებიდან არეკლის შედეგად.

გამრავლება

როგორც ჩანს, ღამურების უმეტესობა წელიწადში ერთხელ მრავლდება და მხოლოდ ერთ ნაშიერს შობს. რამდენიმე სახეობას ახასიათებს ტყუპები, ხოლო კანადის სამხრეთსა და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ წითელ ღამურას ერთ თაობაში სამი ან ოთხი ნაშიერი ჰყავს. ეს ერთადერთი სახეობაა ღამურებს შორის, რომელსაც ოთხი მოქმედი ძუძუ აქვს.

ტროპიკებში გამრავლება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ზომიერ სარტყელში კი შეწყვილება შემოდგომასა და ზამთარში ხდება, ხოლო შობადობა გაზაფხულზე იწყება, როცა ირგვლივ საკმარისადაა საკვები.

რასაკვირველია, ზომიერი სარტყლის ღამურები სტაბილურ წყვილებს არ ქმნიან, როგორც მდედრები, ასევე, მამრები სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტნიორს ეჯვარებიან. შეჯვარება ხშირად ჰიბერნაკულუმებში ხდება. მამრი მოუსვენდარ დახოხავს და აღვიძებს მდედრს, რომ შეეჯვაროს.

ხელსაყრელი პირობები

მამრებში სპერმა ზაფხულში ყალიბდება, როგორც მათ, ასევე, მდედრებს (შეჯვარების შემთხვევაში) სიცოცხლისუნარიანი სპერმის შენახვა 7 თვის განმავლობაში შეუძიათ. ძუძუმწოვრების ეს უნიკალური თვისება უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის განაყოფიერებას, მხოლოდ ნაყოფისთვის ხელსაყრელ პირობებში.

ზოგიერთ სახეობაში კვერცხუჯრედი შეჯვარებისთანავე ნაყოფიერდება, თუმცა საშვილოსნოს კედელში ჩანერგვა ყოვნდება, რაც ზემოთაღწერილის მსგავს შედეგს იძლევა. მუცლად ყოფნა (პერიოდი, რომელსაც ჩანასახი ატარებს საშვილოსნოში ჩასახვიდან დაბადებამდე) შეიძლება გაგრძელდეს 45 დღიდან 10 დღემდე, რაც დამოკიდებულია წელიწადის იმ დროზე, როცა შეწყვილება ზდება. ჩვეილებრივ, ზამთრის ძილიდან გამოფხიზლებული მამრები მალევე პოულობენ მდედრს შესაწყვილებლად. შეწყვილების შემდეგ მდედრები მალევე იწყებენ შეგროვებას სპეციალური ”საბავშვო თავშესაფრებში”, სადაც ახალშობილებზე ზრუნვა ერთობლივად ხდება.

დღისით დაბადება

ახალშობილები, ძირითადად, დღისით იბადებიან. ზოგიერთ სახეობაში ეს მაშინ ხდება, როცა დედა თავდაყირა არის ჩამოკიდებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში იგი ამ დროს მჭიდროდაა მიკრული კედელზე ან ჭერზე. როდესაც პატარა დაიბადება, დედა იჭერს მას და ათავსებს კუდის მემბრანით შექმნილ ”ჩანთაში”. პატარები, ძირითადად, დაბადებისას ფეხებით გამოდიან, რაც საკმაოდ იშვიათია, თუ არა უნიკალური, ძუძუმწოვრებში.

მდედრი ლოკავს ბრმა, მეჩხერად შებუსვილ ნაშიერს, რომელიც დაბადებისთანავე გამოსცემს წრიპინის მსგავს მაღალ ბგერებს. ეს, სავარაუდოდ, ეხმარება დედას იცნოს შვილი. ღამურას ნაშიერი უმწეოა, მაგრამ იგი დაბადებისას დედის წონის ნახევარს იწონის.

ახალშობილი თითქმის მაშინვე იწყებს ძუძუს წოვას და განაგრძობს მანამ, სანამ დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა სახეობებს შორის განსხვავდება. ყველაზე დიდხანს ეს დრო ვამპირებში გრძელდება, ისინი ძუძუს 9 თვე აწოვებენ.

ნაშიერის დატოვება

მწერიჭამია ღამურები სანადიროდ გამოსვლისას ნაშიერებს თავშესაფარში ტოვებენ. ამით ისინი მაქსიმალურად ინარჩუნებენ მანევრულობას.

მიუხედავად იმისა, რომ პატარებს ერთმანეთთან მჭიდროდ შეჯგუფებულებს ტოვებენ, როგორც ჩანს, დედებს არ უჭირთ საკუთარი შვილის პოვნა დაბღუნებისას.

თუ თავშესაფარს საფრთხე ემუქრება, მდედრს თან მიჰყავს შვილი, რომელიც მიკრულია მუცელზე. პატარები დედას სარძევე კბილით ეჭიდებიან არაფუნქციურ ძუძუზე და მჭიდროდ არიან ჩაფრენილი ბეწვზე კარგად განვითარებული უკანა კიდურებითა და ცერებით.

ახალშობილები საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან. მათ თავლები 3-დან 10 დღემდე ეხილებათ და პირველივე კვირაში ეზრდებათ ბეწვიც. ისინი მალევე იწყბენ ჯერ სიარულს და ხოხვას, შემდეგ კი ფრენასაც - პატარა ღამურებში 3-დან 5 კვირამდე, სახეობის მიხედვით. რაც შეეხება მაგალითად , უფრო დიდ მფრინავ მელათა სახეობებს, ისინი 3 თვემდე ვერ სწავლობენ ფრენას.

პატარებს ფრენას და ნადირობას დედა ასწავლის. ისინი 4 თვეში უკვე სრულად ჩამოყალიბებულნი არიან, თუმცა ბოლომდე განვითარებული არ აქვთ ბეწვის საფარი. თუ ისინი 2 წლისანი არიან, მაშინ სრულყოფილ ზრდასრულ ინდივიდებად ითვლებიან.

ღამურები ჩვეულებრივ 5-დან 10 წლამდე ცოცხლობენ, მათთვის მაქსიმალურია 20 წელი. ისინი ხშირად მოგზაურიბენ შორ მანძილებზე და დღეში, საშვალოდ, 50 კმ-ს ფარავენ.

კლასიფიკაცია

ღამურები მიეკუთვნებიან რიგს ხელფრთიანებს (Chiroptera) იგი შედგება ორი ქვერიგის, 19 ოჯახის, 187 გვარისა და 951 სახეობისაგან.
ქვერიგი ხილიჭამია ხელფრთიანები (Megachiroptera)
მფრინავი მელა (ფრთეულასებრნი): ოჯახი Pteropopidae 44 გვარის 175-მდე სახეობა
ქვერიგი მწერიჭამია ხელფრთიანები (Microchiroptera)
თაგვისკუდა ღამურები (ნაცხვირალასებრნი): ოჯახი Rinopomatidea ერთი გვარის 3 სახეობა
ღორისდინგოსანი ღამურები: ოჯახი Craseonycteridae ერთი სახეობა
კუდტომრისებრი ღამურები: ოჯახი Mballonuridae 13 გვარი 50-მდე სახეობა
თევზისმჭამელი ღამურები: ოჯახი Noctilionidae ერთი გვარი 2 სახეობა
ვიწროსახიანი ღამურები: ოჯახი Ycteridae ერთი გვარი 12-მდე სახეობა
ცრუ ვამპირები: ოჯახი Egadermatidae სამი გვარი ხუთი სახეობა
ნალცხვირა ღამურები: ოჯახი Rhinolophidae ერთი გვარის 70-მდე სახეობა
ფოთოლცხვირა ღამურები: ოჯახი Hipposideridae ცხრა გვარის 61 სახეობა
ამერიკული ფოთოლცხვირები: ოჯახი Phyllostomatidae 47 გვარის 140-მდე სახეობა
ფოთოლნისკაპა ღამურები: ოჯახი Mormoopidae ორი გვარის რვა სახეობა
ვამპირები: ოჯახი Desmodontidae სამი გვარის სამი სახეობა
ყურძაბრა ღამურები: ოჯახი Natalidae ერთი გვარის რვა სახეობა
უცერო ღამურები: ოჯახი Uripteridae ორი გვარის ორი სახეობა
ამერიკული საწოვარფეხა ღამურები: ოჯახი Thyropteridae ერთი გვარის ორი სახეობა
მადაგასკარის საწოვარფეხა ღამურები: ოჯახი Myzopodidae ერთი სახეობა
ჩვეულებრივი ღამურები: ოჯახი Vespertilionidae 42 გვარის 320-მდე სახეობა
ახალზელანდიური ღამურები: ოჯახი Ystacinidae ერთი გვარის ორი სახეობა
ბულდოგისებრი ღამურები: ოჯახი Mollosidae 12 გვარის 91 სახეობა

საინტერესო ცნობები

ღამურა ახალი ზელანდიის, ჰავაისა და აზორის ერთადერთი აბორიგენი ძუძუმწოვარია.
ღამურებს თავიანთი გარეგნობისა და უხეში ფრენითი მოძრაობის გამო მრავალ ენაზე ”მფრინავ თაგვებსაც” უწოდებენ.
თაგვისყურა ღამურას, რომლის გულისცემის სიხშირე ფრენისას წუთში 880-ია, ზამთრის ძილის დროს გული წუთში მხოლოდ 18-80 ჯერ უცემს.
ძველ ეგვიპტეში თაგვისკუდა ღამურას თავი სიბრძნის სიმბოლოს წარმოადგენდა.
ძუძუმწოვრებში ყველაზე პატარა ცხოველი ღამურაა. ესაა კიტისეული ნაცხვირა, რომელიც მხოლოდ 1.5 გ-ს იწონის, ხოლო გაშლილი ფრთის სიგრძე 15 სმ-ია.


Every Day Create Your History...
 
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » ღამურა
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz