მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 11:44 AM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » Joe Cocker
Joe Cocker
Ekseთარიღი: კვირა, 2009-03-08, 11:33 AM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
Joe Cocker - ყველა დროის ერთ-ერთი დიდებული Rock-ხმა დაიბადა შეfილდში (ინგლისი), 1944 წლის 20 მაისს. იგი სახელმწიფო მოსამსახურის უმცროსი ვაჟია.

1961-ში დღისით იგი მუშაობდა გაზის მონტიორის შეგირდად, ღამით კი, მუქი კოსტიუმითა და ბაფთით VANCE ARNOLD-ად გვევლინებოდა, რომელიც THE AVENGERS-თან ერთად შეfილდის უბრალო ლუდხანებში მღეროდა. მათ რეპერტუარში შედიოდა რეი ჩარლზის "What'd I Say" და "Georgia On My Mind"...
Vance Arnold-ისა და The Avenger-ისათვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ 1963 წელი, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს The Rolling Stone-ს ქალაქ შეfილდის ჰოლში...

მომდევნო წელს Joe-მ დატოვა სამსახური და გამოუშვა თავისი პირველი სინგლი, ე.წ. "cover" ვერსია The Beatles-ის სიმღერისა სახელწოდებით "I'll Cry Instead". მალე იგი და მისი ბენდი "Joe Cocker Big Blues" 2 თვიანი ვადით ეწვივნენ საფრანგეთს, სადაც საავიაციო ბაზებზე მღეროდნენ...

სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაგან ბევრი სამხრეთ ამერიკიდან იყო, ძალიან უყვარდათ Joe. ფრანგებმა მას "Le Petit Ray Charles" უწოდეს, რაც პატარა რეი ჩარლზს ნიშნავს. სამწუხაროდ, როდესაც ინგლისში დაბრუნდნენ, Joe Cocker Big Blues დაიშალა...

მთელი ერთი წლის განმავლობაში Joe სცენაზე არ გამოსულა. თუმცა... გამოჩნდა კაცი, რომელსაც იგი მსოფლიოს უდიდეს მუსიკოსს უწოდებდა - Chris Stainton. სწორედ კრისთან ერთად შეიქმნა THE GREASE BAND!

სიმღერები დაიწერა... მალე მათი ჩანაწერები მოხვდა Denny Cordell-თან, რომელიც იყო The Moody Blues-ის, Georgie Fame-ისა და Procal Harum-ის პროდიუსერი. მას მოეწონა Joe-ს სიმღერები და წარმატებამაც არ დააყოვნა..........


Every Day Create Your History...
 
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » Joe Cocker
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz