მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 12:58 PM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » რობერტ კოხი
რობერტ კოხი
Ekseთარიღი: კვირა, 2009-03-08, 11:40 AM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
რობერტ კოხი (11 დეკემბერი, 1843, კლაუსთალი ― 27 მაისი, 1910, ბადენ-ბადენი), გერმანელი მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1866 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. 1871-1880 სანიტარულ ექიმად მუშაობდა ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი), სადაც შექმნა საოჯახო ლაბორატორია და ჩაატარა თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები. 1885-1891 იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი, 1891-1904 - ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა).

კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882), მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვ. 1905 კოხს ნობელის პრემია მიენიჭა.


Every Day Create Your History...
 
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » რობერტ კოხი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz