მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 3:42 PM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » ტიციანო ვეჩელი
ტიციანო ვეჩელი
Ekseთარიღი: კვირა, 2009-03-08, 11:42 AM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული

ტიციანის დაბადების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. სიბერეში ფილიპე II-ისადმი მიწერილ წერილში იგი ამტკიცებდა, რომ დაიბადა 1477 წელს, მაგრამ ეს არასარწმუნოა, მისი სიბერისდროინდელი თანამედროვენი ტიციანის დაბადების შესაბამის თარიღს გვაწვდიან, რომელიც უნდა მერყეობდეს 1473-1483 წლებს შორის, მაგრამ თანამედროვე სწავლულების უმეტესობას მიაჩნია, რომ 1490 წელი უფრო შეესაბამება სინამდვილეს. იგი ოჯახში ოთხი შვილიდან უფროსი იყო.

მამა - გრეგორიო ვესელი, დედა - ლუჩია.

მამა, გრეგორიო ვესელი, იყო შესანიშნავი მრჩეველი (საბჭოს წევრი), ჯარისკაცი, პიევე დი კატორის ციხის კომენდანტი და ასევე განაგებდა ადგილობრივ მაღაროებს. მისი ნათესავები, მათ შორის ბაბუა, იყვნენ ნოტარიუსები და ოჯახი მყარად იყო დაფუძნებული იმ ტერიტორიაზე, რომელსაც მართავდა და რომელიც ექვემდებარებოდა ვენეციას.

10 თუ 12 წლის ასაკში ტიციანი და მისი ძმა ფრანსისკო, გაგზავნეს ვენეციაში ბიძასთან, რომ მოეძებნათ შეგირდის ადგილი მხატვარ სებასტიან ზუკატოსთან.ამ არც თუ ისე ცნობილმა მხატვარმა, რომელიც, შესაძლოა, იყო ოჯახის მეგობარი, ძმები შეიყვანა ჯენტილე ბელინის სტუდიაში, საიდანაც შემდეგ გადავიდნენ მისი ძმის, ჯოვანი ბელინის, სტუდიაში. იმ დროისათვის ბელინები, განსაკუთრებით ჯოვანი, წამყვანი მხატვრები იყვნენ ქალაქში. ამ სტუდიაში იგი დაუახლოვდა ახალგაზრდების ჯგუფს, დაახლოებით თავისი ასაკისას. მათ შორის იყვნენ„ ჯოვანი პალმა და სარინალტა, ლორენცო ლოტო, სებასტიანო ლუჩიანი და გეორგიო დი კასტელფრანკო (რომლის ფსევდონიმია ჯორჯონე) მისი უმცროსი ძმა, ფრანსისკო ვესელი, მოგვიანებით გახდა რამდენიმე სურათის მხატვარი ვენეციაში.

ვესელების ოჯახის სხვა მხატვრები გაჰყვნენ ტიციანის კვალს. მისი უფროსი ძმა ფრანსისკო ვესელი, მხატვრობას ტიციანმა აზიარა . იგი ხატავდა წმინდა ვიტოს ეკლესიაში, კადორში. ტიციანისვე ეჭვიანობის გამო ფრანსისკო ჩამოშორებულ იქნა მხატვრობიდან და გაამწესეს ჯარისკაცად. შემდგომში მან ვაჭრობას მიჰყო ხელი.

მარკო ვესელი, რომელიც მარკო დი ტიციანოდ არის ცნობილი, იყო ტიციანის ნათესავი. იგი დაიბადა1545 წელს. იგი მუდმივად ბოლომდე თავისი ოსტატის გვერდით იყო და შეისწავლა მისი მეთოდები. სავარაუდოდ, მას უნდა დაეხატა ჰერცოგის სასახლეში “ჩარლზ V შეხვედრა“ და “კლიმენტ VII“.

ოჯახის მეორე სანათესაო შტოდან იყვნენ: ფაბრიციო დი ეტორე, ასევე მხატვარი, რომელიც გარდაიცვალა 1580 წელს; მისი ძმა, ჩეზარე, რომელმაც ასევე დაგვიტოვა რამდენიმე სურათი და რომელიც ცნობილია თავისი წიგნით გრავიატურების შესახებ.

ტომაზო ვესელიც მხატვარი იყო, რომელიც გარდაიცვალა 1620 წელს. იყო სხვა ნათესავიც ჯიროლამო დანტე, ღრმად განსწავლული, რომელიც ჯიროლამო დი ტიციანად არის ცნობილი. იგი მხატვარს ეხმარებოდა მუშაობაში.

ტიციანის რამდენიმე მოსწავლე და შეგირდი ცნობილი გახდნენ შემდგომ. მაგ: პარის ბორდონი, ბონიფაციო და ელ გრეკო (დომინიკოს თეოკოპულოს) რომელიც მხატვართან მუშაობდა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში.

ტიციანის ტალანტი ფრესკების მოხატვაში გამოვლინდა. მან მოხატა 1511 წელს, პადუაში კარმელიტას და სკუოდა დელ სანტოს ეკლესიები. ზოგიერთი მათგანი დღესაც შემორჩენილია, მათ შორის “შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან“ წმინდა ანტონი პადუელის ცხოვრებიდან 3 სცენა , “ახალგაზრდა ქალის მკვლელობა მისი ქმრის მიერ“ და ა.შ.

პადუადან ტიციანი დაბრუნდა ვენეციაში და 1513 წ. მიიღო ბროკერის პატენტი (ლიცენზია) და გახდა სამთავრობო სამუშაოების ზედამხედველი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა (მეთვალყურეობდა) ჯოვანი ბედინის მიერ ჰერცოგის სასახლეში, დიდი კონსულის დარბაზში, დაუმთავრებელი სურათის დასრულებას.

1516-1518 წწ. მან დასრულა დიდი ფრესკა “ასუნტა“. 1510 წელს გარდაიცვალა ჯორჯონე, 1516 წელს კი მოხუცი ბედინი, ტიციანი დარჩა მეტოქის გარეშე. 60 წლის მანძილზე ის იყო შეუცვლელი ოსტატი ვენეციური მხატვრობისა.

1516-1530 წლებში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მისი სიმწიფისა და დაოსტატების ხანა, მხატვარი გადაერთო ადრეულ ჯორჯონესეული სტილიდან, უფრო დიდი და კომპლექსური ქმნილებების შექმნაზე და პირკეტად სცადა მონუმენტური სტილი.

1518 წ. ფრარის ეკლესიის მაღალ საკურთხევლისათვის მან შექმნა თავისი ცნობილი შედევრი “ქალწულის ცდუნება (მითვისება)“. ამ სურათს მოჰყვა ნამუშევართა სერიები, რომლებშიც ტიციანმა მოგვცა წმინდანთა და მათი მლოცველების ერთიანი ჯგუფის მოძრაობის ახალი კონეფცია, რომელიც განსხვავებულ არქიტექტურულ ჩარჩოებშია გადაწყვეტილი.

ამ დროისათვის ტიციანი იყო დიდების მწვერვალზე. ამავე პერიოდს ეკუთვნის მეტად უჩვეულო ნამუშევარი “პეტრე წამებულის სიკვდილი“ (1530), სან ზანიპოლოს ყოფილ დომენიკურ ეკლესიაში, რომელიც 1867 წელს ავსტრიელების მიერ ნასროლმა ჭურვმა დაანგრია. მისი მხოლოდ ასლია შემორჩენილი. მხატვარი, ამავდროულად, აგრძელებდა მადონების სერიის ხატვას, რომლებსაც იგი მშვენიერი პეიზაჟების ფონზე ქმნიდა. ამის დასტურია ლუვრში დაცული მისი “მადონა კურდღლით“, ამავე პერიოდს მიეკუთვნება ასევე ლუვრში დაცული მისი მეორე ნამუშევარი „დაკრძალვა“. მითოლოგიური სცენებია გამოსახული მის ნამუშევრებზე „თავაწყვეტილნი“ (დაცული პრადოში) და „ბახუსი და არიადნე“ - ლონდონში.

1525 წელს იგი დაქორწინდა ლედი სესილიაზე. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ პირველი ვაჟი პომპონიო, რომელსაც მოჰყვა ორი (შესაძლოა სამი) შვილი, რომელთა შორის იყო მისი საყვარელი ორაზიო,რომელიც შემდგომ მისი ასისტენტი გახდა.

1530 წელს მისი მეუღლე გადაჰყვა გოგონას ლავინიას, მშობიარობას და ტიციანმა შეიცვალა სახლი და ოჯახის გაძღოლა სთხოვა თავის დას, ორზას. ამ სახლის მოძებნა ახლა ძნელია, მაშინ კი იგი მდებარეობდა ბინ გრანტეში, ვენეციის სულ ბოლოში, ფეშენებელურ გარეუბანში, ზღვის პირას, ლამაზი ბაღებითა და ულამაზესი ხედით.

შემდგომი პერიოდის განმავლობაში (1530-1550) ტიციანმა დახვეწა ხელწერა, რაც კარგად ჩანს მის „წმინდა პეტრე წამებულის სიკვდილში“.

ვენეციის მთავრობა უკმაყოფილო იყო ჰერცოგის სასახლეში წარმოებული სამუშაოებისადმი ტიციანის უყურადღებობით. 1538 წელს მას უბრძანეს, უკან დაებრუნებინა ის ფული, რომელიც მიიღო ამ სამუშაოებისათვის და მის ადგილზე დაინიშნა მისი მეტოქე მხატვარი პორდენონი. რატომღაც წლის ბოლოს პორდენონი გარდაიცვალა და ტიციანი, რომელიც ამასობაში გულმოდგინედ მუშაობდა და ხატავდა „კადორის ბრძოლას“, აღადგინეს თავის უფლებებში. ამ ბრძოლის სცენა (ძირითადი სცენა) დაიკარგა ვენეციელი მხატვრების სხვა ძირითად სცენებთან ერთად დიდი ხანძრის დროს, რომელმაც გაანადგურა დოჟის სასახლეში ყველა ძველი სურათი, 1577 წელს. ეს სურათი გვიჩვენებდა ვენეციელი გენერლის, დ'ალვიანოს, თავდასხმას მტერზე.

თავისი კარიერის დასაწყისიდანვე ტიციანი წარმოგვიდგა როგორც პორტრეტების ჩინებული მხატვარი. თავის ქმნილებებში, როგორიცაა: “ელენორა დე გონზაგა“, “ურბინოს ჰერცოგინია“, “ფიტის სასახლეში“, იგი ხატავდა მსგავსებებს პრინცების, დოჟების, კარდინალების, ბერების, მხატვრებისა და მწერლების სახეებთან. ოსტატურად ამსაგვსებდა რეალურ პიროვნებებს.

ტიციანს ჰქონდა საყვარელი ვილა მანზას მაღლობის სიახლოვეს, რომლიდანაც იგი ახორციელებდა ძირითად დაკვირვებებს პეიზაჟების ფორმასა და ეფექტზე.

1546 წელს იგი ეწვია რომს და მიიღო საპატიო მოქალაქეობა, ამ ტიტულის მქონე იყო მისი წინამორბედი მიქელანჯელო. სიცოცხლის ბოლო 25 წლის მანძილზე (1550-1576 წ) მხატვარი ძირითადად მუშაობდა მეფე ფილიპე მეორისათვის და, როგორც პორტრეტის მხატვარი, იგი მეტად თვითკრიტიკული იყო. ზოგიერთი სურათი მთელი ათი წლის განმავლობაში იდო მის სტუდიაში და არ უბრუნდებოდა მფლობელებს, ცდილობდა რა მხატვარი გარკვეული შტრიხების დამატებას და ნახატების დახვეწას. მან ასევე დაასრულა ბევრი ადრინდელი ნამუშევარი, თავისი მოსწავლეების დახმარებით. ამასთანავე, წარმატებით ართმევდა თავს უამრავ პრობლემას.

ტიციანმა დააქორწინა თავისი ერთადერთი ქალიშვილი ლავინია, რომელიც ძალიან უყვარდა და რამდენჯერმე დახატა კიდეც. მისი მეუღლე იყო კორნელიო სარჩინელი. ლავინიამ წარმატებით შეცვალა საოჯახო საქმეებში განსვენებული მამიდა ორზა. ტიციანის დიდი შემოსავლის წყალობით, მას თავისი ადგილი ეკავა საზოგადოებაში. ქორწინება შედგა 1554 წელს. 1560 წელს კი იგი ბავშვის გაჩენას შეეწირა.

ბოლო წლების უდიდესი შედევრი “პიეტა" არის ტანჯვის დრამატული სცენა. როგორც ჩანს, იგი გამიზნული იყო მისი სარკოფაგის სამლოცველოსთვის.

ტიციანი გარდაიცვალა 1576 წელს, შავი ჭირით.

ტიციანი, ან ტიციანო ვეჩელი დაიბადა 1490 წელს იტალიის პატარა ქალაქ პიევე დი კადორეში და გარდაიცვალა 1576 წელს ვენეციაში. მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი. სოცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორე, მისი დაბადების ადგილის მიხედვით.

თანამედროვეთა მიერ შეფასებული როგორც ”მზე მცირე ვარსკვლავთა შორის”. ტიციანის შემოქმედება იტალიელ მხატვართა შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო მოიცავდა რა პორტრეტებსა და პეიზაჟებს (ორი მთავარი ჟანრი რითაც სახელი გაითქვა) ასევე მითოლოგიურ და რელიგიურ მოტივებს. 40 წლის ასაკში ის უკვე ძალიან ცნობილი იყო იტალიაში და ერთერთ საუკეთესო მხატვრად ითვლებოდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში ტიციანი რადიკალურად იცვლის ხატვის სტილს, რის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს ვერ იჯერება რო მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდეს. მისი კარიერის ორი ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებში. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებით როგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდა მისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცენდენტი არ ჰქონდა

ტიციანმა 99 წელი იცოცხლა. 1507 წელა ტიციანი ჯორჯონეს მოწაფე ხდება და მასწავლებლის ზეგავლენა აისახება კიდეც მოსწავლის ნახატებზე, მაგრამ 20 წლის ოსტატი საბოლოოდ თავისუფლდება ჯორჯონეს ზეგავლენისგან. რომში ჩასულ ტიციანს მიქელანჯელომაც მიაკითხა.
მრავალრიცხოვანი შეკვეთების წყალობით ტიციანი ხდება არა მარტო სახელგნთქული არამედ ერთ-ერთი უმდიდრესი მხატვარიც.
რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ტიციანმა შიშველი სხეულის ხატვის ხელოვნება უანდერძა რუბენსს, რომელიც ტიციანზე ასი წლით გვიან დაიბადა და რომელმაც თითქმის ასი წელი იცოცხლა.
ტიციანი უარრესად მრავალფეროვანია, დაუცხრომელი, დიდი პორტრეტისტი, დეკორატიული ხელოვნების ჯადოქარი ისევე როგორც რუბენსი და რაც მთავარია ორივე აერთიანებს ციური და მიწიერი სიყვარულის ჰარმონიულ მშვენიერებას.
99წლის ტიციანი ბოლო ხაზებს ალაგებს ტილოზე, მაშინ როცა მთელს ვენეციაში შავი ჭირი მძვინვარებს. გამძლავრებულმა ჭირმა ტიციანის სასახლეშიც შეაღწია და ოსტატს თავისი ცივი ხელი შეახო.
1571 წელის 27 აგვისტოს ტიციანი გარდაიცვალა.
მთელი ვენეცია მეფური პატივით მიაცილებდა თავის დიდებას უკვდავთა გზაზე.დაღუპულსაც მეფური პატივი ერგო და მაინც მან მეტი მისცა ვენეციას, ვიდრე მიიღო.

ტიციანი, ან ტიციანო ვეჩელი (Tiziano Vecelli; დაახ. 1488-90 - 27 აგვისტო, 1576) – მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი. დაიბადა პიევე-დი-კადორეში, ფრიულის პროვინცია, იტალია, და გარდაიცვალა ვენეციაში. სოცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორე, მისი დაბადების ადგილის მიხედვით.
თანამედროვეთა მიერ შეფასებული როგორც "მზე მცირე ვარსკვლავთა შორის", ტიციანის შემოქმედება იტალიელ მხატვართა შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო. მოიცავდა რა პორტრეტებსა და პეიზაჟებს (ორი მთავარი ჟანრი, რითაც სახელი გაითქვა), ასევე მითოლოგიურ და რელიგიურ მოტივებს. 40 წლის ასაკში რომ გარდაცვლილიყო, მას უკვე ექნებოდა მისი დროის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის სახელი მოხვეჭილი. თუმცა ის ნახევარ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს და ბოლო წლებში პოლარულად იცვლის ხატვის სტილს, რის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს არ ძალუძს დაიჯეროს, რომ მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდეს. მისი კარიერის ორი პოლარული ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებში. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებით, როგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდა, მისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და პოლიქრომატულ ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცენდენტი არ ჰქონდა.


Every Day Create Your History...
 
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » ტიციანო ვეჩელი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz