მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 6:48 PM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » სხვადასხვა » ამოუცნობი » 25–ე კადრი
25–ე კადრი
Ekseთარიღი: შაბათი, 2009-03-07, 9:26 PM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
- მომისმინე რა, მომისმინე! გეუბნები, ეს არის აღმოჩენა! მივხვდი, და თანაც როგორ მივხვდი! რაღაც-რაღაცეები ინტერნეტში ამოვქექე, რაღაცეებს შევადარე, და რაღა დარჩა - ევრიკა!
- მართლაც, რაღა დარჩა? პანაშვიდზე აპირებ დღეს? ხვალ უკვე გასვენებაა. მოკლედ, თუ მოდიხარ, წავედით.
- მოვდივარ, მოვდივარ. გზაში აგიხსნი ყველაფერს. შენ ოცდამეხუთე კადრზე გაგიგია რამე?
- კინო თუ გაქვს მხედველობაში - იქ 24 კადრია წამში, თუ არ ვცდები...
- ო-ო-ო, ახლოსა ხარ, ძმაო! ზუსტად იქ მარხია ძაღლის თავი.
- აი ეს "მარშრუტკა" გვაწყობს.
- აიანია?
- უაოა.
- გვაწყობს. უკაცრავად, უკაცრავად ქალბატონო. ერთხელ ვერ შევამჩნიე ეს "ა" და სულ სხვაგან წამიყვანა... ჰო, რას ვამბობდი? ჰო, მოკლედ ეს ამბავი ამერიკაში დაიწყო 1957 წელს. ერთი ვიღაც ტიპი იყო - გვარი არ მახსოვს - ნიუ-ჯერსის კინოთეატრში მოაწყო ასეთი რამ: ერთ-ერთ კინოდარბაზში, ჰო, იქ ორი დარბაზი იყო, დააყენა მეორე პროექტორი, და წამში ერთხელ, ეკრანზე უშვებდა ერთ კადრს, ჩვეულებრივ სარეკლამო ტექსტს - "ჭამეთ პოპ-კორნი" და "კოკა-კოლა". "პოპ-კორნი" - ეს ბატი-ბუტია ამერიკული, რა.
- ვიცით, ვიცით.
- მომისმინე. ამ სარეკლამო კადრს უშვებდნენ იმავე ეკრანზე, სადაც პირველი პროექტორი კინოს ატრიალებდა - 24 კადრს წამში - ასე რომ თვალი იმ დამატებით 25-ე კადრს ვერ ამჩნევდა - უბრალოდ ვერ ასწრებდა. მოკლედ მაყურებელი აზრზე არ იყო, რომ რეკლამას უყურებდა, უფრო სწორედ, ვერ აღიქვამდა, მაგრამ, თურმე, ხედავდა.
- გასაგებია. ქვეცნობიერება ჰქვია ამას, შე არქიმედო, შენა.
- მომისმინე. ჰოდა, აღმოჩნდა რომ იმ დარბაზის მაყურებლებს პოპ-კორნი 50%-ით მეტი, და კოკა-კოლა კი 17%-ით მეტი უყიდიათ, ვიდრე მეზობელ დარბაზის მაყურებლებს, სადაც ამ 25-ე კადრს ეკრანზე არ უშვებდნენ. მოკლედ, ეს ამბავი ძალიან მალე გასკდა - ამერიკელები, ხომ იცი, რა ტიპები არიან? ეს მაყურებლის უფლებებს ლახავსო, და მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ასეთი რეკლამა, ქვეცნობიერების დონეზე, აკრძალულია.
- შენ ოღონდ გააგებინე ვინმეს პარლამენტში - ხვალვე ერთი კანონით მეტი გვექნება.
- მომისმინე, შენ იცინი, და ჩვენთან მართლაც არ არის აკრძალული. მაგრამ ეს არ არის მთავარი! მთავარი ის არის, რომ 25-ე კადრის ეფექტს, არავითარი ტექნიკური აღჭურვილობა არ სჭირდება - არ უნდა ამას სხვა პროექტორი, და ეგეთები.
- თუ არაფერი უნდა, ეს საჩვენო რამეა.
- მომისმინე, როცა რამეს ხედავ ძალიან ხშირად - შენ ამას უკვე ვერ აღიქვამ, აი, როგორც იმ 25-ე კადრს ვერ ამჩნევდნენ მაყურებლები, მაგრამ ეს ხშირად ნანახი იგივე სამუშაოს ასრულებს, ქვეცნობიერებაში იბეჭდება. აი ვთქვათ ტელევიზორთან ზიხარ, მილიონჯერ მოსმენილ რეკლამას არ უსმენ, ახლობლებსაც კი ელაპარაკები ამ დროს, და მერე ბაზრობაზე გადიხარ და ზუსტად იმ კბილის პასტას ყიდულობ, რომლის რეკლამას, ვითომდა, არ უსმენდი. ხო ნაღდია? ანდა, საარჩევნო ყუთთან მიდიხარ და იმ ტიპს აძლევ ხმას, ოცდამეხუთე კადრივით, რომ ყოველდღე ჩნდება ეკრანზე. ჰა, რას იტყვი?
- 25-ე კადრი რა შუაშია?
- ბიჭო, როგორ არ გესმის? უკაცრავად, ქალბატონო. აი, ხალხი რომ დგას, ეს სადარბაზოა. ჰო, როგორ არ გესმის? მთავარი ის არის, რომ არ უნდა მიიღო ინფორმაცია გააზრებულად, მხოლოდ ქვეცნობიერების დონეზე! და როგორ მიაღწევ ამ ეფექტს - რა მნიშვნელობა აქვს? გინდა იმ გზით რომ 25-ე კადრში დამალავ, გინდა - იმდენად ხშირად აჩვენებ, რომ ადამიანს ჰგონია - არც კი ვუყურებო, ვერც კი ვხედავო, ქვეცნობიერებაში კი მაინც იბეჭდება. ჩვენ ასე გვმწყემსავენ, გვმართავენ, როგორ არ გესმის?
- ჩუმად, ბიჭო, უხერხულია. მიცვალებულის კართან ვართ. ესეც აღმოჩენაა - გვმართავენ. აბა, უმართავი გინდა იყო? გადავეკიდე, რა, ამ გიჟს!


Every Day Create Your History...
 
Forum » სხვადასხვა » ამოუცნობი » 25–ე კადრი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz