წითელი
მნიშვნელობა: ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა, სასიცოცხლო ძალები, მგზნებარება, სიმამაცე, აგრესია, იმპულსურობა;
გამოყენება: დეპრესიის დაძლევა
ჭარბი რაოდენობა: ზრდის სტრესს, აღელვებას. ნარინჯისფერი
მნიშვნელობა: ენერგია;
გამოყენება: აქვს სითბოს ეფექტი, აძლიერებს იმუნიტეტს;
ჭარბი რაოდენობა: ზრდის მღელვარებას;
ყვითელი
მნიშვნელობა: ინტელექტი, სიხარული, სითბო, წინდახედულება, სიახლე;
გამოყენება: გონების გაწმენდა, სტიმულირება;
ჭარბი რაოდენობა: იწვევს გადაღლას, გონების დაძაბვას;
მწვანე
მნიშვნელობა: სიმდიდრე, ეჭვიანობა, მოკრძალება, გაწონასწორება, ტრადიციულობა;
გამოყენება: კარგია გადაღლილი ნერვებისთვის, აწონასწორებს ემოციებს, დადებითად მოქმედებს ხასიათზე;
ჭარბი რაოდენობა: ქმნის უარყოფით ენერგიას.
ლურჯი
მნიშვნელობა: სიმართლე, სიმშვიდე, ჰარმონია, ლოიალობა, გულწრფელობა, პასუხისმგებლობა;
გამოყენება: გონებას აწყნარებს;
ჭარბი რაოდენობა: იწვევს თავის ტკივილს.
იისფერი
მნიშვნელობა: სიმშვიდე;
გამოყენება: კარგია ნერვული და გონებრივი პრობლემებისთვის;
ჭარბი რაოდენობა: ნეგატიური ფიქრები
ვარდისფერი
მნიშვნელობა: წონასწორობა;
გამოყენება: სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება;
ჭარბი რაოდენობა: გადაღლა.
თეთრი
მნიშვნელობა: სიწმინდე, უმანკოება, ოპტიმიზმი;
გამოყენება: გონების გაწმენდა;
ჭარბი რაოდენობა: -
ვერცხლისფერი
მნიშვნელობა: მშვიდობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე;
გამოყენება: იყენებენ დაავადებების წინააღმდეგ;
ჭარბი რაოდენობა: -
ოქროსფერი
მნიშვნელობა: ძალა, სიძლიერე;
გამოყენება: აძლიერებს სხეულს და გონებას;
ჭარბი რაოდენობა: ძალიან ძლიერად მოქმედებს ხალხის უმრავლესობაზე.
შავი
მნიშვნელობა: მდუმარება, ელეგანტურობა, ძალაუფლება;
გამოყენება: სიჩუმე და სიმშვიდე;
ჭარბი რაოდენობა: გულგრილობა, შიში.
ნაცრისფერი
მნიშვნელობა: სტაბილურობა;
გამოყენება: შთააგონებს ხელოვანებს, წარმატების სიმბოლოა;
ჭარბი რაოდენობა: -