მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 3:52 PM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » სვეტიცხოველი
სვეტიცხოველი
Ekseთარიღი: კვირა, 2009-03-08, 11:41 AM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. 1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.
სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი 4 მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით 2 სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათის ყელში 16 სარკმელია, გუმბათი 4 მძლავრ ბოძს ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი daikarga, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მoრთული ჰორიზონტალური სარტყლით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი gverdebze.
სვეტიცხოველი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია. სვეტიცხოვლის ძვ. კედლის მხატვრობა არ გადარჩენილა, aხლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ "სვეტის" XVII საუკუნის მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული. გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი ,რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება, ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.
ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც გეგმით კვადრატს უახლოვდება. გალავანი 1787 wels აუგიათ ერეკლე II-ის ბრძანებით. ყორე ქვით ნაგები ძველი ნაწილები ჩართულია ახალ, რიყის ქვით ნაგებ გალავანში. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ორიარუსიანი გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა. ზედა ნაწილს გასდევს საბრძოლო ბილიკი, რომლის დონეზედაც სათოფურები და სალოდეებია განლაგებული. გალავანს ერთნაირი სიმაღლის 6 ცილინდრული და 2 ოთხკუთხა კოშკი აქვს. შესასვლელი ჭიშკარი სამხრეთ კედელშია, ხოლო დასავლეთ მხარეს სამრეკლო და XI საუკუნის კარიბჭეა - მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. 1964-1965 wels რესტავრაციის შემდეგ კარიბჭეს პირვანდელი სახე დაუბრუნდა.გალავნის კედლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის ქვეშ 1963-1964 wels არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოvლინდა მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთი. ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ანტონ II კათალიკოსის ორსართულიანი სასახლეა , იგი მთლიანად გადაკეთებულია.


Every Day Create Your History...
 
Forum » განათლება » თემები და რეფერატები » სვეტიცხოველი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz