მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSSშაბათი, 2024-05-18, 8:53 PM

KLASI.UCOZ.NET

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » სხვადასხვა » ამოუცნობი » ჰიპნოზი
ჰიპნოზი
Ekseთარიღი: შაბათი, 2009-03-07, 9:42 PM | შეტყობინება # 1
Class Leader
ჯგუფი: პატრული
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასული
1) სიტყვიერი შთაგონების მეთოდი.

ეს მეთოდი პირველად გამოიყენა დოქტორ ლიებომ საფრანგეთიდან.მან დაარქვა თავის მეთოდს "სიტყვიერი შთაგონება".
თითონ მეთოდი მდგომარეობდა იმაში,რომ დოქტორი თავის მარცხენა ხელს ადებდა პაციენტს თავზე,მარჯვენა ხელის ორ თითს კი მისი თვალების ოდნავ ზემოთ,ისე რომ პაციენტის მზერაც ზემოთ ყოფილიყო მიმართული.შემდეგ ის იწყებდა შთაგონებას წყნარი და მონოტონური ხმით,შემდეგ სთხოვდა პაციენტს მისი თითებისთვის გაეყოლებინა თვალი და წრიულ მოძრაობას აკეთებდა ნელ-ნელა.ამის შედეგად პაციენტი ვარდებოდა ტრანსში და დოქტორიც თავის შთაგონებას წერდა მის გონებაში

2) ფიქსაციის მეთოდი.

ესეც ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია,რომლიც შემოგვთავაზა ინგლისელმა ქირურგმა მანჩესტერიდან,ჯეიმს ბრედმა(1795-1860).
ეს მეთოდი მდგომარეობს იმაში რომ,პაციენტმა უნდა მზერით დააფიქსიროს რაიმე ბჭყვიალა საგანი,თვალებიდან დაახლოებით 50 სანტიმეტრის მოშორებით.ეს საგანი შეიძლება იყოს პატარა სარკე მაგალითად,რომელიც ირეკლავს მზის შუქს.მისი ფიქსაციისას და შესაბამისი შთაგონებისას, ადამიანი სკმაოდ მალე გადადის ტრანსის მდგომარეობაში.

3). სუფისტური მეთოდი ტრანსის მიღწევისა.

ამ მეთოდში დევს.მზის,მთვარის და ვარსკვლავების მოძრაობის იმიტაცია.ამისათვის საჭიროა მარჯვენა ხელისა წევა,ხელისგულით მაღლა ხოლო მარცხენა ხელის კი დაბლა დაწევა, ხელისგულით დაბლა.
მარჯვენა ხელისგულით ვისრუტავთ ენერგიას ციდან,მარცხენათი კი ვუშვებთ მიწაში რაღაც ნაწილს.ამის დანახვა და წარმოდგენა შეგიძლიათ როგორც,ოქროსფერი ენერგიის მდინარე,სვეტი შემოდის თქვენს ხელის გულში ციდან,კოსმოსიდან და რაღაც ნაწილი კი გადის მარცხენა ხელიდან.
შემდეგ საათის ისრის საწინააღმდეგოდ საჭიროა ნელი ტრიალის დაწყება ისე რომ ცენტრი დაფიქსირდეს მუცლის ქვედა არეში.
შემდეგ საჭიროა ტრიალის გაზრდა და გასწრაფება ე.წ. "გიიჟურ ტრიალამდე".
თუ ყველაფერს კარგად გააკეთებთ ტრანსიც მალე დადგება და სხეული თავისით დაეცემა,და თქვენ გახდებით ერთი მთლიანობა მაგ მდგომარეობაში.
ერთი მთლიანი გონი
P.S:თუ მარჯვენა ხელში ენერგიის შემოსვლისას ვერ იგრძენით სითბო,ანუ იგრძენით სიცივე,ჯობია შეწყვიტოთ ეს სავარჯიშო.

შთაგონება:"დახუჭე თვალები.ღრმად ჩაისუნთქე და ნლე ამოისუნთქე.კიდევ ერთხელ,ღრმად ჩაისუნთქე და ნელა ამოისუნთქე.ახლა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქე მთელი მკერდით და შეიკავე სუნთქვა.მთელი მკერდით ამოისუნთქე და შეიგრძენი,მთელი სხეული როგორ დუნდება.
წარმოიდგინე,რომ მთელი შენი დაძაბულობა და შებოჭილობა,მთელი შენი შიშები და მღელვარება იხევენ უკან და მიედინებიან ქვევით როგორც ძაბრში,დაწყებული შენი თავიდან.ისინი ეშვებიან შენს სახეზე,კისრისა და მხრების გავლით,გაივლიან მკერდსა და მუცელს,შემდეგ ეშვებიან ბარძაყებთან,მუხლებთან,კოჭებთან,ტერფებთან და ფეხის თითებთან.მთელი შენი დაძაბულობა და შებოჭილობა,მთელი შენი შიშები და მღელვარება,გაედინებიან ფეხის თითებიდან და შენ დუნდები უფრო ღრმად და ღრმად.
გადაიტანე ყურადღება ფეხის თითებზე და სრულიად მოადუნე.ყოველი თითი მოდუნებული და მძიმეა.ახლა დაე მოდუნება გავრცელდეს თქვენს ტერფებზე,ავიდეს კოჭებზე,წვივებზე და მუხლებზე.შეიგრძენი ის როგორ ეხვევა შენს ბარძაყებს,შემდეგ მუცელს,ჩაედინება მკერდში.შენი სუნთქვა ხდება უფრო თავისუფალი და ღრმა,უფრო რიტმული და მოდუნებული.ახლა დაე მოდუნების ღრმა გრძნობა გადავიდეს მხრებზე.დაეშვას ხელებზე და გადავიდეს ხელისგულებზე და თითებზე.შენ გრძნობ მოდუნების შემდეგი ტალღა როგორ ამოდის მხრებზე,ეხვევა კისერს,იღვრება სახეზე.შენი ლოყები,ნიკაპი და თვალებიც კი მთლიანად მოდუნებულია.შენი ქუთუთოები მსუბუქი და დამძიმებულია.სასიამოვნო მოდუნების გრძნობა ეხვევა წარბებს და შუბლს,გადადის თავზე და ეშვება კეფაზე, კისერთან."

სასურველია ეს ტექსტი ("გადაიტანე ყურადღება ფეხის თითებზე და სრულიად მოადუნე.ყოველი თითი მოდუნებული და მძიმეა.ახლა დაე მოდუნება გავრცელდეს თქვენს ტერფებზე,ავიდეს კოჭებზე,წვივებზე და მუხლებზე.შეიგრძენი ის როგორ ეხვევა შენს ბარძაყებს,შემდეგ მუცელს,ჩაედინება მკერდში.შენი სუნთქვა ხდება უფრო თავისუფალი და ღრმა,უფრო რიტმული და მოდუნებული.ახლა დაე მოდუნების ღრმა გრძნობა გადავიდეს მხრებზე.დაეშვას ხელებზე და გადავიდეს ხელისგულებზე და თითებზე.შენ გრძნობ მოდუნების შემდეგი ტალღა როგორ ამოდის მხრებზე,ეხვევა კისერს,იღვრება სახეზე.შენი ლოყები,ნიკაპი და თვალებიც კი მთლიანად მოდუნებულია.შენი ქუთუთოები მსუბუქი და დამძიმებულია.სასიამოვნო მოდუნების გრძნობა ეხვევა წარბებს და შუბლს,გადადის თავზე და ეშვება კეფაზე, კისერთან.")
კიდევ ერთხელ გაიმეორო,ხოლო შემდეგ კი ისევ გაიმეორო,ოღონდ ახლა თავიდან რომ დაიწყოს მოდუნება,ანუ თავს დაუყვე,შემდეგ ყელს და ასე ფეხის თითებამდე,ეს იმიტომ რომ უფრო ღრმა ფაზაში გადაიყვანო ადამიანი

შემდეგ მოაყოლე შენი შთაგონება,მაგალითად:"გააკეთე ესა და ეს! შენ გეზიზღება სიგარეტი,წამალი..." და ა.შ.
ამ დროისთვის ადამიანი უკვე ტრანსშია.ტექსტი უნდა იყოს ასეთი დაახლოებით.
როცა გინდა რომ გამოაფხიზლო,მას უთხარი:"ეხლა მე დავითვლი 1 დან 5 მდე.თვლაზე ხუთი,მე გავატკაცუნებ თითებს და შენ სრულიად გამოფხიზლდები და შეასრულებ ყველაფერ იმას რაც მე გითხარი/გიბრძანე და ამის შესახებ გეხსომება/ან არ გეხსომება(როგორც გინდა ისე თქვი)."
შემდეგ ითვლი ერთიდან ხუთამდე ნელ-ნელა და თან ეუბნები,რომ ის ფხიზლდება.თვლაზე ხუთი კი გაატკაცუნე თითები და და მორჩა გააღვიძებ თავისუფლად.თუ რამე გართულდა და ვერ იღვიძებს(რაც არა მგონია მოხდეს ამ ჰიპნოზის ფაზაში),შეუბერე ძლიერად თვალებს შორის და ეგაა რა...შთაგონებაში სიტყვები,შეგიძლია შენც ჩაამატო,მთავარია რომ დაეძინოს და ტრანსში შევიდეს.
კონკრეტული შთაგონება კი ასეთი შეიძლება იყოს:"შენ გეზიზღება სიგარეტი.დღეიდან ან ამ წუთიდან შენ სიგარეტის პირში ჩადებისას იგრძნობ სიმწარეს და გულის რევის შეგრძნებას!"
ან რამე მსგავსი.


Every Day Create Your History...
 
Forum » სხვადასხვა » ამოუცნობი » ჰიპნოზი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz